ელენე ხოშტარია - გუშინდელი ღამე იყო თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა, თავდასხმა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, გუშინდელი ღამე იყო თავისუფალ მოქალაქეებზე ძალადობა, თავდასხმა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. მისივე თქმით, სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლასთან.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, სახელმწიფოში არის კრიმინალის პრობლემა და მძიმე სურათი ნარკოპოლიტიკის კუთხით, თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა ამის წინააღმდეგ დაიწყოს, ისინი გადავიდნენ თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ ქმედებებზე. რაც აიხსნება იმით, რომ მმართველ გუნდში კრიზისია,”- განაცხადა ხოშტარიამ.