ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი
სიონის საკათედრო ტაძარში ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ლეგენდარულ კინორეჟისორს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მისთვის პატივის მისაგებად დილიდან მიდიან კოლეგები, მეგობრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები. შენგელაიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ერთად.
ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამუნა ჯალაღონია დეტალებით.