ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი

რეჟისორი ელდარ შენგელაია ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს – სურათი მისი ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას ეძღვნება. ფილმის ძირითადი გადაღებები კახეთშია დაგეგმილი. მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „ივანე, ვირი კოხტა, ჩიტები და მიხეილი“, გაგრძელებაა რეჟისორის ახალი ნამუშევრისა „ჭა“, რომელიც 2020 წელს გამოვიდა.

სცენარი რეჟისორმა ამირან დოლიძესთან ერთად ჯუზეპე პირანდელოს მოთხრობის მიხედვით დაწერა. ფილმში მთავარ როლებს პაატა მოისწაფიშვილი და ტრისტან სარალიძე შეასრულებენ. გადაღებები, სავარაუდოდ, ნოემბერში დასრულდება. სატელევიზიო პრემიერა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაიმართება.