ელდარ შენგელაია გარდაიცვალა

„ყველა ჩემი ფილმი ჩემი შვილია, მე ვერ გამოვარჩევ, არ არის ჩემი საქმე, ეს მაყურებლის საქმეა“ – ეს სიტყვები ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას ეკუთვნის.

უნიკალური ქართული ფილმების ავტორი დღეს დილით 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები კი საზოგადოებამ ნამდვილად გამოარჩია. „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ – ფილმები. რომლებიც ელდარ შენგელაის განსხვავებული ხედვისა და სტილის ნიმუშებია, აქტუალობას დღემდე არ კარგავს, ფრაზები სხვადასხვა კინო სურათიდან კი თითქმის ყველა ქართველმა იცის. ელდარ შენგელაიამ სადებიუტო ფილმი 60-იან წლებში გადაიღო და კანის საკონკურსო სექციაში მოხვდა. პირველ კინო სურათს მოჰყვა ფილმები, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება და საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურეს.

„მოამბის“ არქივი დიდი ქართველი რეჟისორის არაერთ ინტერვიუს ინახავს. ელდარ შენგელაიას ცხოვრება და შემოქმედება – ნახეთ თამარ ჯალაღონიას რეპორტაჟში.