ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძლეს

საზოგადოებამ გენიალური რეჟისორი ელდარ შენგელაია უკანასკნელ გზაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტებით გააცილა.

დილიდან ხალხმრავლობა იყო სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც რეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ეპოქალური ქართული ფილმების ავტორს პატივი მიაგეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, მსახიობებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დიდი ქართველი ხელოვანის ოჯახს მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. დღეს ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ქართულ საზოგადოებას გამორჩეული ადამიანი,   კინოხელოვნებას კი გენიალური რეჟისორი გამოაკლდა.

ელდარ შენგელაია 4 აგვისტოს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დატოვა კინომემკვიდრეობა, რომელმაც დროს გაუძლო და მომავალშიც ასე იქნება. სახალხო არტისტი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.