ელდარ გეწაძის ვარსკვლავის გახსნა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ, 24 ნოემბერს ელდარ გეწაძის ვარსკვლავი გაიხსნება.

ღონისძიება  საზეიმო გალა-კონცერტით აღინიშნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მისი მოწაფეები – ოპერის თეატრის სოლისტები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.  შესრულდება არიები როგორც ქართული, ასევე უცხოური ოპერებიდან. პარტიებს შეასრულებს თავად ელდარ გეწაძეც.

მოღვაწეობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში, ელდარ გეწაძეს შესრულებული აქვს ბარიტონის ორმოცდახუთი წამყვანი პარტია.