ელჩების პოზიციები და საქართველოს შიდა პოლიტიკა 

21:26, 25.09.2025

გერმანიის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამჯერად გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. შინაარსთან დაკავშირებით შეხვედრის არცერთ მონაწილეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მაგრამ თუ მმართველი პარტიის განცხადებებით ვიმსჯელებთ, საქმე ამ შემთხვევაშიც ვენის კონვენციის დარღვევას ეხება. „ქართული ოცნება“ დიპლომატების ქმედებებს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად განიხილავს. ბრალდებებს შორისაა ძალადობის წახალისება და ოპოზიციის მხარდაჭერაც. განსაკუთრებული აქცენტი გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩების ქცევასა და რიტორიკაზე კეთდება. მწვავე პოლიტიკური შეფასებების თემაა 27 ქვეყნის საელჩოების ერთობლივი განცხადებაც, სადაც ოფიციალური თბილისის ბრალდებებს დიპლომატიური წარმომადგენლობები უსაფუძვლოდ აცხადებენ.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საგარეო უწყებაში დაბარების შემდეგ შემდეგ გერმანიის ელჩი უკვე დღეს მთავრობის ადმინისტრაციის  უფროსს შეხვდა – სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე.

მსგავსი