ელჩების მიღება საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალდანიშნულ ელჩებს მიღებაზე უმასპინძლა. 15 ქვეყნის ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას.