ელჩების კონფერენცია 2025  

გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, ახალი პარტნიორები და საგარეო პრიორიტეტები – ქართული დიპლომატია 2025 წელს აჯამებს.

როგორ პოზიციონირებდა საქართველო მიმდინარე წელს საერთაშორისო ასპარეზზე და რა იქნება 2026 წელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებული ქართველი ელჩები წლის ბოლოს სამშობლოში იკრიბებიან. ელჩების ოთხ დღიან კონფერენციაზე წლის მთავარ გამოწვევებზე იმსჯელებენ და მომავალი წლის დავალებებს მიიღებენ. კონფერენცია ხელისუფლების პირველი პირების მიმართვებით გაიხსნა.