ელჩების კონფერენცია 2019

საქართველოს ელჩები ხელისუფლებისგან ახალ დავალებას იღებენ.

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თბილისში იმყოფებიან და 2020 წლის პრიორიტეტებს და სამოქმედო გეგმას ადგენენ.

წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარებაა. დიპლომატები მთავარ გამოწვევად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობას ასახელებენ და იმ მექანიზმებზე საუბრობენ, რომლებსაც ახლა ოფიციალური თბილისი მედიკოსის გასათავისუფლებლად მიმართავს. შექმნილ ვითარებაში ნომერ პირველ ამოცანად რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება სახელდება. როგორც კონფერენციის მონაწილეები განმარტავენ, ამ მიზნით თოთოეული ელჩი რეზიდენტ ქვეყნებში აქტიურად მუშაობს. გამოიყენება ყველა ტრიბუნა და ფორმატი, რათა 9 ნოემბერს დაკავებული ტრავმატოლოგი ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს.