ელჩების განცხადებები 

გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალადობას ახალისებენ, უნდა დაიწყოს გამოძიება.

ასეთია მიმდინარე პროცესებზე იტალიის ელჩის შეფასება. „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ისაუბრა ასევე ავსტრიის პირველმა დიპლომატმა. ელჩის თქმით, საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცეს ყველამ.