ელჩების განცხადებები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უბრალოდ ადამიანების დახმარებას ცდილობდა და დაუჯერებელია, რომ მსგავსი ვითარება გრძელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა განაცხადა.

იგორ დოლგოვის თქმით, უკრაინას რუსეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდა, ვიდრე მოსკოვი დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს გაათავისუფლებდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობის მეირ დაკავებულ ექიმზე განცხადება გააკეთა საქართველოში ლიეტუვის ელჩმაც. გიედრიუს პუჯუნასი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.