ელჩების განცხადება - გამოხმაურებები

საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ქვეყანა რეგრესს განიცდის და ამას ყველა ხედავს. მმართველ გუნდში ვარშავაში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც ისაუბრეს, სადაც საქართველოს არ დაპატიჟება უსამართლოდ შეაფასეს. მათი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, პოლონეთი კი, სადაც ეს ღონისძიება გაიმართა, ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელთაც საქართველოს მიმართ მწვავე დამოკიდებულება აქვთ.