ელჩების დანიშვნის საკითხი

ელჩების დანიშვნის საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ელჩების დანიშვნაზე ხელმოწერა სიმბოლურია და კონსულტაციები სწორედ ამ მიზეზით არ გამართულა.

შეგახსენებთ, რომ ელჩების დანიშვნის თემაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მთავრობამ ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს მიმართა.