ეკუმენური ღვთისმსახურება

მშვიდობის კათედრალში ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის ეკუმენური ღვთისმსახურება გაიმართა.

ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვის ტრადიცია გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ფრანცისკანელი მღვდლის ინიციატივიას უკავშირდება. მოგვიანებით მსოფლიო ეკლესიათა საბჭომ მოწოდება საყოველთაო გახადა და ერთობისათვის ლოცვის კვირეული ყოველწლიურად, იანვრის ბოლოს იმართება. საქართველოში ეკუმენური ლოცვის ჯაჭვში გაერთიანებულები არიან კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და ევანგელურ- ბაპტისტური ეკლესია.

წელს ლოცვის მასპინძელი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა.