ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა

15:27, 30.11.2018

სტატისტიკის დეპარტამენტი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ახალ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 6.7 % იყო. 2018 წლის პირველი 10 თვის საშუალო რეალური ზრდა კი 5.1 %-ია. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის დარგებში. გაიზარდა იმპორტი და ექსპორტიც.

მსგავსი