ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.

საერთაშორისო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 2019 წელს 5 პროცენტით გაიზრდება.

მთავრობა მსოფლიო ბანკის დასკვნას საქართველოს რეფორმების აღიარებად მიიჩნევს. ექსპერტები კი იმ გამოწვევებზე მიუთითებენ, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მიმდინარე წელს გავლენა ექნება. ერთ-ერთი მათგანი ახალი საბანკო რეგულაციებია.