ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

თებერვლის ეკონომიკური მაჩვენებლები გაზრდილია.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანას გაუმჯობესებული პარამეტრები აქვს. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ყველა სფეროში, რასაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გამოცოცხლებას უკავშირებენ. თუმცა მაღალი ინფლაციის გამო ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ჯიბეზე ვერ აისახება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის და გლობალური გამოწვევების ფონზე ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზი შემცირებულია. წლის დასაწყისში ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე დაიგეგმა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი შეამცირა.