2021 წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია – ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. პრემიერის თქმით, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.