ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

საქართველოს ეკონომიკა 5.3 %-ით შემცირდა.

ეს აგვისტოს მონაცემია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათი ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა 2020 წლის მარტიდან დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდა 2,7 % იყო.