ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
2026 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზარდა, I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ კი – 9.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში.