ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 6,4 %-ით გაიზარდა.

2019 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.3 %-ით განისაზღვრა. 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგებში.