ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პაქტი

16:08, 11.03.2019

საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პაქტს ხელი მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, შესაძლებელი ხდება პროექტების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და მრეწველობის კუთხით.

სამხრეთ კორეის მთავრობის ცნობით, ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი კომიტეტის შექმნას შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის.

მსგავსი