მსოფლიოს კვლევითმა ორგანიზაციამ, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ ეკონომიკის თავისუფლების 2026 წლის ინდექსი გამოაქვეყნა.
ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით შეფასდა და მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა, რითაც ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 2026 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა „ზომიერად თავისუფალ“ ქვეყნად ითვლება.