საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურდება.
სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ორი მემორანდუმი უზრუნველყოფს, რომელსაც მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით პარტნიორობა დაგეგმილია თითქმის ყველა სექტორში. მათ შორის ხელი შეეწყობა ორი ქვეყნის კერძო სექტორის ერთმანეთთან დაკავშირებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებას და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას. ორივე მემორანდუმი საქართველო ჩინეთის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის ფარგლებში გაფორმდა.