საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, ეს კი სწორედ კურორტების განვითარებით არის შესაძლებელი.
ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა, შედეგად ათი ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრული რეაბილიტაცია მოხდება.