პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება.

საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.