ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა და შემოსავლები გაიზარდა ტურიზმიდანაც, რომელმაც იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ორ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი იყო რთველი. 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.