ეკონომიკური რისკები მსოფლიოში 

კორონავირუსი ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად ეკონომიკასაც აზარალებს.

საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი რეკორდულად დაეცა. მაჩვენებელი იმდენად შემცირდა, რომ ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა რამდენიმე წუთით საერთოდ შეაჩერეს. ფასებმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო სანავთობო ბირჟებზეც, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის გარდა ოპეკის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულმა უთანხმოებამაც გამოიწვია.

ოპეკის წევრები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ, შედეგად ნავთობის ფასი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე გაჩერდა. ამიტომ უახლოეს დღეებში საქართველოში საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებენ.

საფონდო ბირჟებზე შექმნილი ქაოსი ნეგატიურად აისახა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსზეც.