ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კასპის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. კომიტეტის წევრები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, კომიტეტს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2023 და 2024 წლების ანგარიშები გააცნო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2023 წელს ფონდმა 34 სტარტაპში 3.4 მილიონი, 2024 წელს კი – 18 სტარტაპში – 1.8 მილიონი დოლარი დახარჯა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს, ის კომპანიები და ორგანიზაციები გააცნო, რომლებშიც სტარტაპები დაფინანსდა. მან ასევე სარგებლის მიღების პროცედურები განმარტა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებით 100 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები გათვლილია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერისთვის. ასევე, თანადაფინანსების პროგრამის შედეგად 4 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.