ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის კურსი

სავალუტო ბაზარზე ისევ მკვეთრი რყევები დაიწყო.

მარტო დღეს ეროვნული ვალუტა ხუთნახევარი თეთრით გაუფასურდა. ანალოგიური ტენდენციაა ევროსთან მიმართებაშიც. სავალუტო პუნქტებში ერთი დოლარი საშუალოდ სამ ლარად და 33 თეთრად იყიდება. შესაბამისად, გუშინდელი ყველაზე მსხვილი ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ეროვნული ბაკის მიერ 60 მილიონი დოლარის გაყიდვის მიუხედავად, კურსი პირიქით დაეცა. ეკონომისტები ლარის კურსის მკვეთრ ვარდნას პანდემიის გარდა პოსტ-საარჩევნო პერიოდსაც უკავშირებენ.