ეკონომიკური მაჩვენებლები

18:40, 28.11.2025

2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 6 %-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი კი – 7.6 %-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო მოპოვებითი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში.

მსგავსი