ეკონომიკური გუნდის საკომიტეტო მოსმენა

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება – პარლამენტში მთავრობის დასამტკიცებლად საჭირო პროცედურები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ზუსტად ორ დღეში, პროცესი კომიტეტებიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატებმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადონ. მანამდე კი კანდიდატები უმრავლესობის შეკითხვებს პასუხობენ.

ამ წუთებში უნდა დაიწყოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის მოსმენა – ამ პოზიციაზე ისევ დავით ზალკალიანია წარდგენილი.