ეკონომიკური ფორუმი დავოსში

პანდემიის გამო, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიის ქალაქი დავოსი კვლავ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესია იქნება. ფორუმს ვირტუალურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, დავოსში არ იქნება რუსული დელეგაცია. ისინი ფორუმზე არ მიიწვიეს. ფორუმს 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. დავოსში ხვალიდან გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა.