ეკონომიკური ფორუმი
„საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ – ეკონომიკური ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში დავით სონღულაშვილმა საქართველოს აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტებზე, დარგის ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებისა და სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფორუმის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვა, აგრარული პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.