„ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“ – ეს იყო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა, რომელიც თბილისში გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს, ენერგეტიკის სექტორში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის 10-წლიანი სტრატეგია, კონკრეტულ ტექნიკურ პარამეტრებს და ელექტროსისტემის რეალურ საჭიროებებს ეფუძნება.