ეკონომიკური ფორუმი

ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია, ტრადიციულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა. დისკუსიის თემა „გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკირი დღის წესრიგი – გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ იყო. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია – სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.