ეკონომიკური დესპანები

2020 წლიდან შვიდ სახელმწიფოში, საქართველოს ეკონომიკური დესპანები დაიწყებენ მუშაობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განაცხადებით,  დესპანები იმუშავებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ჩინეთში, იაპონიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში.

ეკონომიკური დესპანების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, 50 პრეტენდენტი მონაწილეობს. მისივე თქმით, პროგრამა საპილოტე რეჟიმში ხორციელდება.