ეკონომიკის სამინისტროს გამოხმაურება

საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს სოჭიდან ბათუმში ჩამოსვლის საკითხს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.

გურამ გურამიშვილი ამბობს, რომ საკრუიზო ლაინერი სანქცირებულთა სიაში არ არის, მონიტორინგს კი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ლაინერი მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.