ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება

რა პირობებით გააგრძელებს „ფრონეტრა“ ქართულ ბაზარზე მუშაობს, მას შემდეგ რაც საარბიტრაჟო დავაში სახელმწიფოსთან დამარცხდა. ეკონომიკის სამინისტრო მოუწოდებს „ფრონტერას“, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულები, გაისტუმროს დავალიანება დასაქმებულების მიმართ და ლობისტების მობილიზების ნაცვლად მიმართოს ძალიხმევა საძიებო სამუშაოებზე. მთავრობის გადაწვეტილებით კომპანიას უფლება ეძლევა მოიპოვოს ნავთობი საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99 % „ფრონტერამ“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.