ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ყახაზეთში

ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე წარიმართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა, ტრანსკასპიური სატრანსპორტო ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომ განვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობას.