ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი თურქეთში

ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა და მასთან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებაა. განხილულ იქნა თანამშრომლობა ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა – განვითარებისა და ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ.