ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სერბეთში

15:26, 23.12.2025

სერბეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, კომპანია „იგლ ჰილსის“ მიერ ბელგრადში განხორციელებული მასშტაბური ურბანული პროექტი Eagle Hills – Belgrad Waterfront-ი დაათვალიერა. მას მეგზურობას უწევდნენ სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯაგოდა ლაზარევიჩი და კომპანია „იგლ ჰილს ბელგრადის“ გენერალური მენეჯერი ზორანა ბურლიცი. Belgrade Waterfront-ი მასშტაბური ურბანული პროექტია, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ქმნის ქალაქის ახალ ცენტრს და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო და სავაჭრო სივრცეებს, საფეხმავლო ბულვარს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს მოიცავს. ბიზნესის 68%-ს Eagle Hills-ი ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია.

მსგავსი