ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში 

21:50, 24.09.2026

ჩინეთში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრები დაასრულა.

მარიამ ქვრივიშვილი სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მონაწილეობა მიიიღო „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში“, სადაც შუა დერეფნის მომავალი განიხილებოდა. ფორუმს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო მასპინძლობდა. მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც მიმართა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და შუა დერფის მარშრუტში ტვირთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა. ფორუმი უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, გლობალური კავშირის გაძლიერებასა და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

მსგავსი