ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში 

21:57, 22.09.2026

შუა დერეფნის მომავალზე და პროექტის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ამჯერად ჩინეთში მსჯელობენ. გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილმა გამოსვლის დროს ალტერნატიული სავაჭრო და ენერგეტიკული გზების ძიების ფონზე შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე ისაუბრა და სარკინიგზო, საპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ინვესტიციების ჩადების მხრივ ჩინეთის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. მინისტრის თქმით, საქართველო ჩინეთთან და შუა დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადაა. ფორუმის მონაწილე ქვეყნები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ერთობლივ ინიციატივას შეუერთდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი „ეარ ჩაინას“ პრეზიდენტს და ჩინეთის კომერციის მინისტრს შეხვდა. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის ხელშესაწყობად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. მიზანი ჩინეთის ბაზარზე ქართული საექსპორტო პროდუქციის ცნობადობის გაზრდაა.

მსგავსი