ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

18:33, 23.04.2026

საქართვლოს ეკონომიკის მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში იმყოფება. შეხვედრები იმართება ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან  და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ხელი მოეწერა ოქმს  საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ. მარიამ ქვრივიშვილი ესაუბრა მსხვილი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის  შეხვედრები  ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთანაც.

მსგავსი