ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში
როგორ უნდა მოხდეს მსოფლიოს უმსხვილესი ბაზრის მაქსიმალურად ათვისება.
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას განიხილავს. სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში საქართველოს ეკონიმიკის მინისტრი, მოადგილესთან ერთად იმყოფება. მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაციებისა და უმსხვილესი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებს შეხვდა. მთავარი საკითხი ნახევარ მილიარდიან ჩინურ ბაზარზე, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის გატანაა. ბუნებრივია განხილვის თემაა, შუა დერეფანიც. სწორედ ჩინეთიდან წამოსული ტვირთი მიეწოდება, საქართველოს გავლით ევროპას. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვის მატების და ანაკლიის პორტის მშენებლობის ფონზე, ქართლი მხარე ჩინური პორტების მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას ეცნობა. საქართველოს ვიცე-პრემიერი შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება. გლობალურ ფორუმზე საქართველო 40-მდე კომპანიით და სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი.