ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ათენში

18:31, 14.05.2026

ეკონომიკის მინისტრმა, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მინისტრების პანელზე, რომელიც ათენში, საერთაშორისო ენერგეტიკული სამიტის ფარგლებში გაიმართა. სამიტს 270-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ისრაელის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები. პანელზე გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შავი ზღვის წყალქვეშა  კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და მიმდინარეობას. ათენში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი ასევე შეხვდა საბერძნეთის ენერგეტიკის მინისტრს, განიხილეს ენერგეტიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.

მსგავსი