ეკონომიკის მინისტრის შეხვედრა ბიზნესთან

18:09, 25.06.2026

ეკონომიკის მინისტრი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს, სატრანსპორტო  და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტებზე. მარიამ ქვრივიშვილმა დისკუსიის  მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა რომ ამ  ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რომ გეგმის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემი შევიდეს.

მსგავსი