ქვეყნების სიას, საიდანაც საქართველოში მოქალაქეები მხოლოდ „პისიარ ტესტით“ შეძლებენ შემოსვლას და შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები – თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ უზბეკეთიდან მგზავრების დიდ ნაკადს ელოდებიან, შესაბამისად, არსებობს ავიარეისების გააქტიურების მოლოდინიც.